среда, 28 октября 2015 г.

რეფლექსია მეცხრე დღე

დღეს ტრენინგის ბოლო დღეა.დავასრულე ჩემი პროექტი.დამრჩა მხოლოდ პრეზენტაცია მოსამზადებელი, რომელსაც აუცილებლად მოვამზადებ.უკან დარჩა დაძაბული სამუშაო დღეები.ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ტრენინგით.დაწვრილებით ვისწავლე როგორ მოვამზადო კარგი პროექტი. გვყავდა არაჩვეულებრივი ტრენერი.დიდი მადლობა მინდა გადავუხადო პროექტის ავტორებს და ჩვენ ტრენერს ბატონ დავითს ასეთი ბევრის მომცემი ტრენინგებისთვის.

понедельник, 26 октября 2015 г.

რეფლექსია.მერვე დღე

ჩვენი ტრენინგი დასასრულს უახლოვდება.ძალიან ბევრი ახალი ინფორმაცია მივიღე ტრენინგის განმავლობაში პროექტის მომზადების შესახებ, რაც დამეხმარება პრაქტიკაში.აქამდე მეგონა კომპიუტერთან მუშაობის გამოცდილება მქონდა,ტრენინგის მსვლელობისას კი მივხვდი თურმე რამდენი რამე არ მცოდნია.ასე აქტიურად ბევრ ტრენინგზე არ მიმუშავია.

среда, 21 октября 2015 г.

понедельник, 19 октября 2015 г.

რეფლექსია.მეექვსე დღე

განვიხილეთ ინტელის პროექტები.მივიღეთ დავალება შევქმნათ მოსწავლის სავარაუდო ნაშრომი და შეფასების გეგმა.

среда, 14 октября 2015 г.

რეფლექსია.მეხუთე დღე.

დღეს ვიმუშავეთ მიმართულების მიმცემ საკვანძო შეკითხვებზე პროექტის გეგმაში და შეფასების გეგმაზე.ნელ-ნელა დავხვეწე ჩემი პროექტი.უფრო მეტად გამიჭირდა შეფასების გეგმის დახვეწა.გავაგრძელებ სახლში მუშაობას.

понедельник, 12 октября 2015 г.

რეფლექსია.მეოთხე დღე.

დღეს დავამუშავეთ პროეტის გეგმა.ვისწავლეთ როგორ შევინახოთ დოკუმენტი ელექტრონულ ფოსტაზე,ბლოგზე გვერდის დამატება,სურათების და ვიდეოების ატვითვა.